"აზოვის" პოლკის მეთაური - "აზოვსტალში“ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ვაგრძელებთ დაცვას

"აზოვის“ პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. 

დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა პერიმეტრი გაარღვიეს.

"უკვე ორი დღეა, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას გასწევენ მტრის შესაკავებლად. 

მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას, რომ დაცვა შევინარჩუნოთ“,  - აცხადებს პოკლოვნიკი. 