სალომე ზურაბიშვილი - უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ, უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მიმართ

უკრაინელები ხანდახან უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, არა მარტო საქართველოსგან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

"უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, არა მარტო საქართველოსგან. უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მიმართ, მათ შორის ბლინკენის მიმართ, როდესაც ის კიევში ჩადიოდა, უთხრეს: „ნუ წამოიღებთ შოკოლადებს, წამოიღეთ იარაღი“. მათ სურთ საქართველოსგანაც მიიღონ იარაღი, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურად უყურებს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე საუბრობს. ცხადია, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ბევრი შესაძლებლობა არ გვაქვს და არავინ იქნება მზად, საქართველოს მსგავსი გზით მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენი სოლიდარობის დონეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები