მურმან დუმბაძე - ივანიშვილი რომ იყოს ციხეში, იგივეს ვიტყოდი, არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ადამიანს ციხეში ვკლავდეთ

ივანიშვილი რომ იყოს ციხეში, იგივეს ვიტყოდი, არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ადამიანს ციხეში ვკლავდეთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ მისი წინამორბედი პრეზიდენტი შურისძიების მსხვერპლი არ გამხდარა, რაც ახლა თავად ემუქრება.  

"ახლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ვიზრუნოთ.  21-ე საუკუნეში კაცი ციხეში მოვკლათ, სად გაგონილა, რა მორალურია, რა ზნეობა, რომ გძულდეს, ჭირის დღესავით რომ გეზარებოდეს?!!

ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს დღეს ციხეში მის ადგილზე იგივენაირად მოვიქცეოდი. ზუსტად იგივეს ვიტყოდი - არ შეიძლება ცოცხლად ადამიანი დავმარხოთ. ჩვენ ხო დავმარხეთ ერთი პრეზიდენტი. დააკვირდით,  ამ პრეზიდენტებში ერთადერთი კაცი, რომელიც „ლოგინში გარდაიცვალა“, მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე აღმოჩნდა და ესეც მიხეილ სააკაშვილის გამოისობით“, - განაცხადა დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები