სალომე ზურაბიშვილი - ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად მხარი დაუჭიროს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებისგან სულ უფრო მეტს ითხოვს და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. 

მისი აზრით, საქართველოს მთავრობის მოქმედებები რეალისტურია, რადგან ომის შემთხვევაში "არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმავე გზით, როგორც ამას უკრაინის შემთხვევაში აკეთებენ".

"უკრაინის მთავრობა სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვს პარტნიორებისგან და არა მხოლოდ საქართველოსგან. მათ სხვებისთვისაც გაიმეტეს მკაცრი სიტყვები, მაგალითად, სახელმწიფო მდივან ბლინკენს უთხრეს, ნუ ჩამოგვიტანთ შოკოლადს, ჩამოგვიტანეთ იარაღი. ისინი ნამდვილად ისურვებდნენ საქართველოსგან შეიარაღების მიღებას, საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნას, ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, მთავრობა უფრო რეალისტურია, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე, გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგან ერთი ახლა საუბრობს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმზე, ასე რომ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად მხარი დაუჭიროს საქართველოს იმავე გზით, მაგრამ ეს არანაირად ცვლის სოლიდარობის დონეს, რომელიც გაგვაჩნია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა  Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები