კელი დეგნანი - ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები

უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ნამდვილად სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები.

"უკრაინასა და აქ, საქართველოში გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა თქვენს მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და თქვენი ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ, ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი. ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. 

ასე რომ, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები