ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი ტირილისა და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას

შემოიპარა, არაჟნებს ამოეფარა, შემდეგ კუნთებზე იყურებოდა - ახლა დაგასრულებ და ა.შ. ეს რომ ვერ შეძლო, მიმართა იმ გზას, რომ ტირილისა და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას ქვეყანაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნურად ისეთი ვითარების შექმნის მცდელობა, რაც სააკაშვილს საშუალებას მისცემს მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს, მისთვის მიუღებელია.

"მოვუწოდებ სააკაშვილს, დაუბრუნდეს რეალობას, მიიღოს საკვები. თუ მასთან დაკავშირებით რაიმე ხდება, ეს არის მისი, როგორც ზრდასრული პირის პასუხისმგებლობა, ასევე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მას უკიჟინებდა, რომ ამ ფორმით ქაოსური სიტუაციის შექმნა შეიძლება.
ღუდუშაურმა ასევე უპასუხა ითხვას, აქვს თუ არა ნდობა იმ ექიმების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ.

"სააკაშვილის განცხადებას უფრო ვენდობი - რომ ახლა არის იმის დრო, რომ ქვეყანაში არეულობის კერები შეიქმნას და ბრძოლის დროა, ეს განცხადებაა უფრო სარწმუნო. მე ვენდობი იმ განცხადებას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა და ვენდობი ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილისთვის, არა როგორც ერთი პატიმრისთვის, არამედ ყველა დანარჩენი პირისთვის.

არავის უწამებია, არანაირი უფლება მას არ დარღვევია, ერთადერთი უფლება რაც საკუთარ თავს დაურღვია იყო ის, რომ ქვეყანაში როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიპარა, ძალიან მხდალი ადამიანის გადმოსახედიდან აკეთებს განცხადებებს. შემოიპარა, არაჟნებს ამოეფარა, შემდეგ კუნთებზე იყურებოდა - ახლა დაგასრულებ და ა.შ. ეს რომ ვერ შეძლო, მიმართა იმ გზას, რომ ტირილისა და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას ქვეყანაში. ახლა თუ ჰგონია, რომ რაც უფრო ამორალურ განცხადებებს გააკეთებინებს წარსულში მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფ უგულავას, ეს შედეგს მოუტანს, ძალიან ცდება. მას აქვს ეს მოცემულობა, რომ უწევს ქართული მართლმსაჯულების ქვეშ ყოფნა და ამას უნდა შეეგუოს. მასთან მიმართებით ცოტათი დაგვიანდა, მაგრამ მართლმსაჯულებამ მის თავზე იზეიმა“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები