გიორგი გობრონიძე - გამოცნობის რეჟიმში უნდა ვიყოთ, თუ რა გააკეთა ქართულმა დიპლომატიამ, ჩვენ არ გვქონდა საშუალება გვენახა შევსებული კითხვარის ვერსია

გამოცნობის რეჟიმში უნდა ვიყოთ,  თუ რა გააკეთა ქართულმა დიპლომატიამ,  ჩვენ არ გვქონდა საშუალება გვენახა შევსებული კითხვარის ვერსია, რომელიც მივაწოდეთ ევროკავშირს, -  ამის შესახებ Front News-ს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გობრონიძემ განუცხადა.  

მისი თქმით,  ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მიღების პერსპექტივასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. 

"მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ საქმიანობა გასწია  აღნიშნული სტატუსის მისაღებად ჩვენმა დიპლომატიამ. გამოცნობის რეჟიმში უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა ქართულმა დიპლომატიამ, როგორი იყო მთავრობის ძალისხმევა. ჩვენ არ გვქონდა საშუალება გვენახა შევსებული კითხვარის ვერსია, რომელიც მივაწოდეთ ევროკავშირს.  

თუმცა აღსანიშნავია, რომ ოპტომიზმის საფუძველი არსებობს, რაც აქამდე არ ხდებოდა მოხდა ის, მაგალითად, გერმანიამ უკვე ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.  გერმანია იყო ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ამ მიმართულებით და განსაზღრავდა ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის პოზიციას. ამ თვალსაზრისით გვაქვს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი.  დეკლარირების დონეზე გვაქვს მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის დანარჩენ ორ ქვეყანასთან ერთად.  ბელარუსი სომხეთი და აზერბაიჯანი კი პრაქტიკულად ჩაიხსნა ამ მოცემულობიდან.  

ბევრი რამ დამოკიდებული სხვა ფაქტორებზე, ესაა ჩვენი დიპლომატიის ძალისხმევა, ჩვენი მთავრობის ძალისხმევა, რამდენად კრიტიკულები იქნებიან ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში ევროპელი პარტნიორები. გამომდინარე შეცვლილი საერთაშორისო ვითარებიდან გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმი არსებობს“, - განაცხადა გობრონიძემ. 

საქართველოს მთავრობამ  ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო, რომელსაც  ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს.  

ევროკომისიამ  სამი ქვეყნის წევრობის განაცხადებზე  თავისი მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები