პესკოვი - პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება მოდიოდეს საფრთხე

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხე შესაძლოა, პოლონეთიდან მოდიოდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან მტრული რიტორიკა მოდის – ტრადიციულად, ის არასოდეს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში გახდა მტრულად განწყობილი და ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება მოდიოდეს საფრთხე, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ისაუბრა ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა. ეს აშკარა ფაქტებია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გასულ თვეს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა, განაცხადა, რომ პოლონეთი აშშ-სთან ერთად უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დამყარების გეგმაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები