ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის“ 22 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით სამართალდამცველებმა 22 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები. ისინი პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე განხორციელდა.

დაპირისპირება ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე გაშლილი კარვების აღებას მოჰყვა. 

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქციის შემდეგ გაშალეს. მათი განცხადებით, კარვებში დარჩებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები