ზურაბ ბატიაშვილი - ომის წლების განმავლობაში გაგრძელების რესურსი რუსეთს არ ეყოფა, შეიძლება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს

რა „შედეგით“  ხვდება რუსეთი 9 მაისს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი და როგორ ეხმარება უკრაინას დასავლეთი? - ამ საკითხებზე Front News-ს  პოლიტიკის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ესაუბრა.

- რუსეთი 9 მაისს კარგით ვერაფრით ხვდება, ვერცერთი დასახულ მიზანს 9 მაისისათვის ვერ მიაღწია.  რუსმა ოკუპანტებმა  ვერ აიღეს ვერცერთი დიდი ქალაქი, ვერ აიღეს ვერც დონბასი, ვერც მარიუპოლი... ასე რომ, რუსეთს საზეიმო მართლაც ბევრი არაფერი აქვს. რეალურად,  მას  ჩაეშალა მთელი თავისი გეგმები.  ახლა მას რჩება ერთადერთი რამ,  მოახდინოს ახალი ძალების მობილიზება, თუმცა ეს ადვილი არ იქნება, რადგან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული,  თუნდაც მობილიზაციის გამოცხადება. 

- რაც შეეხება უკრაინისათვის შეიარაღების მხრივ დახმარებას, საუბრობენ,  რომ გარკვეულწილად გაჭიანურდა „ლენდ-ლიზის“ კანონის მიღება, ამაზე რას იტყვით? 

- არა, არანაირი  გაჭიანურება არ ყოფილა.  „ლენდ-ლიზი“, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. ოფიციალურად 9 მაისს, როდესაც უკვე მოაწერს ამ კანონპროექტს ბაიდენი ხელს,  იქცევა კანონად.  რეალურად უკვე ამოქმედებულია ეს პაკეტი და რაც დრო გადის უფრო და უფრო მატულობს  იმ შეიარაღების რაიდენობა, რომელსაც აწვდიან. 

24 აპრილიდან დღემდე 100-ზე მეტი თვითმფრინავი ჩავიდა ამერიკული დახმარების სახით პოლონეთში და იქედან უკვე უკრაინაში. ეს მხოლოდ ამერიკული დახმარება, სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან უკრაინას. ამის შემდეგ კიდევ უფრო მოიმატებს დახმარება და სერიოზულ შეიარაღებას მიიღებს უკრაინული მხარე.

- რაც შეეხება უკრაინისათვის მიყენებული ზიანსა და ადამიანური  მსხვერპლს, რა შეგიძლიათ თქვათ? 

- მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს რუსეთს. ის თანხები, რომელიც დაუყადაღეს რუსეთს უცხოეთში, პირდაპირ ჩაირიცხება უკრაინის ანგარიშზე. მათ შორის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პირების, მხედველობაში მაქვს ოლიგარქების დაყადარებული თანხები, ეს ყველაფერი წავა უკრაინის ანგარიშზე. რაც შეეხება ადამიანურ მსხვერპლს, დაღუპულთა რაოდენობას დაზუსტებით ვერავინ იტყვის. იგივე მარიუპოლში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს რუსებმა.  ისინი ყველანაირად ცდილობენ კვალის წაშლას, კრემატორიუმებს ამუშავებენ... მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში უფრო დიდია და ათეულ ათასობით არის. ვიდრე ომი არ დასრულდება, ძნელი იქნება ზუსტი რიცხვის დასახელება. 

- საუბრობენ, რომ ეს ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად მოსალოდნელია ეს?

- ეს ომი წლები ვერ გაგრძელდება, რადგანაც რუსეთს არ ეყოფა რესურსი,  არც ადამიანური და არც ეკონომიური. ახლა მას სანქციების ეფექტი წამოეწევა. შეიძლება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს, ომის წლების განმავლობაში გაგრძელების რესურსი რუსეთს არ ეყოფა. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები