უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 25 650 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.05-მდე: ტანკები - 1 145, ჯავშანტექნიკა - 2 764, საარტილერიო სისტემები - 513, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 185, საჰაერო თავდაცვის სისტემები - 87, თვითმფრინავი - 199, ვერტმფრენები - 158, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 1 970, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 12, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 377, სპეციალური ტექნიკა - 41, საკრუიზო რაკეტები - 94.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.