ზელენსკი - ძალიან მალე უკრაინაში იქნება გამარჯვების ორი დღე, ვიღაცას კი არც ერთი არ დარჩება

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არც ერთ ნაწილს, ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებიც სხვა ერებთან ერთად ანტიჰიტლერულ კოალიციაში ნაციზმი დაამარცხეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენ თავისუფალ მიწაზე შეძლებს არსებობს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელიც შეძლებს იბატონოს და მართოს ჩვენი თავისუფალი ხალხი. ადრე თუ გვიან ჩვენ ვიმარჯვებთ. გინდ ურდო, გინდ ნაციზმი, გინდ ორივეს ნაზავი, როგორიც არის ჩვენი ამჟამინდელი მტერი - ჩვენ ვიმარჯვებთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი მიწაა.

ეს არ არის ორი ჯარის ომი, ეს არის ომი ორი მსოფლმხედველობისა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ესე იგი ჩვენ გავიმარჯვებთ. არასდროს დავივიწყებთ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელშიც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა და ძალიან მალე უკრაინაში იქნება გამარჯვების ორი დღე, ვიღაცას კი არც ერთი არ დარჩება. გავიმარჯვეთ მაშინ, გავიმარჯვებთ ახლაც. ხრეშატნიკი ნახავს უკრაინის გამარჯვების აღლუმს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები