შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც ამბობს "თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას

ყველა ადამიანი მისი წარმომავლობის თუ თანამდებობის მიუხედავად, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"ამ ისტორიას მეორე ნაწილიც აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა გზის ძიებას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაიხსნან და აარიდონ ის სასჯელი, რაც მას სამართლიანად მიუსაჯა სასამართლომ პარლამენტის წევრის ცემის ორგანიზებისთვის და სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის თავის არიდებაში იყო ჩართული. ქართულ სასამართლოს სხვა არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა.

შესაბამისად, ყველა ადამიანი მისი წარმომავლობის თუ თანამდებობის მიუხედავად, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მხრივ სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სამივე ინსტანციაში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები