პაატა ზაქარეიშვილი - რაც ხდება, ეს არის "ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი და ჩვენ ყველა ვმონაწილეობთ ამ სცენარში

ხელისუფლებას აწყობს მუდმივად სააკაშვილზე ლაპარაკი, ეს მისი  სცენარისა და სტრატეგიის ნაწილია, - ამის შესახებ  Front News-ს  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.  

მისი თქმით, ხელისუფლებას არც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები და არც ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია არ ადარდებს. 

"ხელისუფლებას აწყობს მუდმივად სააკაშვილზე ლაპარაკი. ეს არის მისი სცენარისა და სტრატეგიის ნაწილი, რომლის თანახმად ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს, ეკონომიკა დუღს, მთავარი პრობლემა  სააკაშვილია და რომ არა ის და მისი პარტია, ყველაფერი კარგად იქნება.   ამ თემას თვითონ აღვივებს.  მათ ჭირდებათ, რომ  ამ თემას არ გასცდნენ და  მუდმივად იყოს ლაპარაკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მისი ლიდერის, სააკაშვილის საფრთხეზე.  ხელისუფლებას ჭირდება რაც შეიძლება დიდხანს ჩვენ,  ყველა მუდმივად მხოლოდ სააკაშვილზე ვლაპარაკობდეთ. ეს მათ გამოსდით, პრაქტიკულად, რაც ხდება, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი და ჩვენ ყველა ვმონაწილეობთ ამ სცენარში.  

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა გვესმის, რომ პატიმარი სააკაშვილი მართლაც ავადაა და საჭიროებს მკურნალობას, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს  ამ საკითხზე, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არავინ ადარდებს, მხოლოდ თავისი ამომრჩეველი აინტერესებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

ზაქარეიშვილის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა საუბრობდნენ ექიმები და არა პოლიტიკოსები. 

"არაექიმი კობახიძე ამბობს, რომ სიმულიანტობს სააკაშვილი და არ არის ავად.  მე, არაექიმი ზაქარეიშვილი ვამბობ, რომ არ სიმულიანტობს. ამიტომ უნდა შეუშვან ექიმები და მათ ილაპარაკობ ამ საკითხზე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას არ დათანხმდება. 

„თუ მართლა ძალიან დამძიმდა სააკაშვილის ჯანმრთელობა, შეიძლება შემდეგ მართლაც შეუშვან ექიმები, ოღონდ საქართველოდან არ გაუშვებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. შეიძლება გადაიყვანონ საავადმყოფოში, ოღონდ მაქსიმალურად წელავენ დროს. თუ არჩევნებამდე ასე მიგორდებიან, მაშინ მთლად ბედნიერები იქნებიან, რომ ერთი სააკაშვილით გადაფარავენ სახელმწიფოს მთელ პრობლემებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები