ალექსანდრე ლაშინი - რუსი ოკუპანტები 11 მაისისთვის "აზოვსტალზე“ მასშტაბურ ქიმიურ შეტევას ამზადებენ

მარიუპოლში რუსი ოკუპანტები 11 მაისისთვის მასშტაბურ ქიმიურ შეტევას ამზადებენ, მტერს სურს, აიძულოს უკრაინელი ჯარისკაცები, „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოვიდნენ, - ამის შესახებ  მარიუპოლის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ლაშინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ახლა გავიგე, რომ აზოვსტალზე დიდი ქიმიური შეტევა მზადდებოდა 11-ში. მარიუპოლში კი ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, ხვალიდან არ გამოვიდნენ ქუჩაში. მათ სურთ, ჩვენ ბიჭებს „აზოვსტალიდან“ გამოსვლა აიძულონ. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დაუშვან რუსეთის მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება, გააკეთეთ მაქსიმუმი, გააგებინებთ ყველას, რას ამზადებენ რუსები ქალაქში, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება უკრაინის ქალაქი“, - აცხადებს ლაშინი.

11 აპრილს „აზოვის“ პოლკმა, რომელიც ქალაქს ომის პირველივე დღიდან იცავს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი სამხედრო პერსონალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მტრის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.