ეკა ბესელია - ივანიშვილი თუ საჯაროდ გამოჩნდება, ამის ერთადერთი მიზანი რისკების დაზღვევა იქნება

ივანიშვილი თუ საჯაროდ გამოჩნდება, ამის ერთადერთი მიზანი რისკების დაზღვევა იქნება,  -  ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ  ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების მოწყობის დაგეგმვის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენებიდან გამომდინარე ივანიშვილი საფრთხეებს რეალურად მიიჩნევს.  

"ძალიან კრიტიკული დროა. ივანიშვილს უკვე დიდი დრო აღარ აქვს იყოს ნეიტრალური. რამდენადაც კარგად ვიცნობ, ის ძალიან ფრთხილია. ის ცდილობს რისკები დააზღვიოს,  რადგან ხედავს ეს რისკები არ არის ილუზორული. შესაძლოა, იგივე სანქცირების თემა,  რომელზეც ახლა მიდის საუბარი, მასაც შეეხოს. ის თუ საჯაროდ გამოჩნდება, მე ვფიქრობ, ამის ერთადერთი მიზანი იქნება რისკების დაზღვევა. თქვას, რომ დისტანცირებულია პროცესებისგან და სცადოს იმ ბრალდებების განეიტრალება, რაც მასთან დაკავშირებით დაგროვდა. ეს არის ის, რაზეც შეიძლება ახლა ფიქრობდეს. მისი ვალდებულებები,  როგორც ჩანს,  ჩრდილოელ;ი მეზობლისგან უფრო შორს მიმავალია“, - განაცხადა  ეკა ბესელიამ.   

საქართველოს ყოფილი პრემიერი Credit Suisse-თან დავაზე  საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების გამართვას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები