შარლ მიშელი - უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს

ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრემიერთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს მსოფლიოს დემოკრატიული ღირებულებებისკენ, რომლებიც მაიდანზე დაიწყო. ჩვენ გვჯერა, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რომ გახდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი", - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ოდესაში ჩავიდა. 

„ევროპის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა: „შენ შეგიძლია, ევროპა შეიგრძნო“ და ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი ცდილობს, მონუმენტები დაიცვას სარაკეტო თავდასხმებისგან და თავისუფლება რუსეთის აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“. 

შარლ მიშელი უკრაინაში აპრილშიც ჩავიდა, მაშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები