თენგიზ ცერცვაძე - დიახ, ვრჩები, საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა და კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის თანამდებობაზე რჩება.

"დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს", - განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები