ნინო ლომჯარია - იუსტიციის სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი ახსნა-განმარტებების ვალდებულება სახალხო დამცველს არ აქვს

იუსტიციის სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი ახსნა-განმარტებების ვალდებულება სახალხო დამცველს  არ აქვს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითზე  წერილობითი კითხვა-პასუხის ნაცვლად  უფრო მართებულია ექსპერტების დისკუსია გაიმართოს. 

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული კონსპირაციის შექმნის მცდელობაა, რომ თითქოს სახალხო დამცველმა არ გასცათ კითხვებზე პასუხები. ეს არ არის სწორი, ამ კითხვებზე პასუხები იმ დოკუმენტებშია.  

არ არის სწორი ის ფორმა, რასაც ისინი აპელირებენ, თითქოს ჩვენ უნდა გავგვეცა ამ კითხვებზე პასუხები, იუსტიციის სამინისტრო არის ის უწყება, რომელმაც ძალიან კარგად იცის, არანაირი ახსნა-განმარტებების  ვალდებულება სახალხო დამცველს არ აქვს. ამაზე წერილობითი კითხვა-პასუხები კი არ უნდა იყოს, არამედ ექსპერტული მსჯელობა, რომ არ დარჩეს მანიპულაციის სივრცე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის  განცხადებით,  30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები