კობა ნაყოფია - შესთავაზეს, რომ "ვივამედში" გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ

მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს "ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება და არა მკურნალობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გამოკვვლევაზე, თუმცა  დღეს ვერ შეძლო, რადგან ოჯახის წევრებს ხვდებოდა. 

"საუბარია გამოკვლევაზე და არა მკურნალობაზე. მას  შესთავაზეს,  რომ „ვივამედში“ წაიყვანდნენ გამოკვლევების გასაკეთებლად და შემდეგ ისევ უკან დააბრუნებდნენ  პენიტენციურ დაწესებულებაში. თან შესთავაზეს,  რომ ეს ყოფილიყო დღეს. მან თქვა,  რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან  უიშვიათესი დღე არის მისი აქ ყოფნის განმავლობაში, როდესაც მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, დედამისს და მის შვილს ედუარდს. ამას დიდი ხანი ელოდა, ამის გამო მოუხდა ამ შეთავაზებაზე უარის თქმა. ეს შესაძლებელი იქნება ალბათ ხვალ, ან ზეგ“, - განაცხადა ნაყოფიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა.  

"გამოკვლევაზე კი არა,  ეს ადამიანი არის საწრაფოდ გადასაყვანი სამკურნალოდ და ეს უნდა იყოს უცხოეთში,  ისეთ კლინიკაში, სადაც არსებობს პრაქტიკა ასეთი დაავადების სამკურნალოდ. ასეთი პაციენტის მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები