პაატა ზაქარეიშვილი - კობახიძის ეს რუსული ჩაღრმავებები მის წინააღმდეგ იმუშავებს მხოლოდ

არ იციან,  საიდან ამოიღონ ანტიდასავლური ნარატივი და როგორ შეუტიონ დასავლეთის ინსტიტუტებს. კობახიძის ეს რუსული ჩაღრმავებები მის წინააღმდეგ იმუშავებს მხოლოდ, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, საფინანსო საკითხების პოლიტიკასთან დაკავშირება აბსურდულია და მხოლოდ პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს. 

"არ იციან,  საიდან ამოიღონ ანტიდასავლური ნარატივი და როგორ შეუტიონ დასავლეთის ინსტიტუტებს.  აბსოლუტურად აბსურდულია, მოიგო კაცმა სასამართლო, თავის პროცედურები არსებობს, შეიძლება შეფერხებაა, მაგრამ პოლიტიკაზე დარტყმა  გამაოგნებელია.  
ეს არის ანტიდასავლური ნარატივის გამყარება სხვადასხვა ვარიანტებით, როგორც რუსული პროპაგანდა გამუდმებით ეძებს მიზეზს როგორ დააბრალოს ნაციზმი უკრაინელებს და ღმერთმა უწყის,  საიდან ამოაქვს, რომ თავისი ჭურში მყოფი მოსახლეობა მუდმივად ამყოფოს ინფორმაციულ ვაკუუმში და მოახდინოს გარკვეულწილად რუსული მოსახლეობის ინდოქტრინაცია, ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვს კობახიძეს ქართული საზოგადოების მიმართ, მაგრამ ჩვენთან ჩაკეტილი არ არის, მადლობა ღმერთს რუსეთისაგან. ჩვენთან თავისუფალი ტელევიზიებია, ინტერნეტია და ყველაფერია, რომ სხვადასხვა წყაროებიდან შეგვიძლია ინფორმაცია მივიღოთ. 

ამიტომ კობახიძის ეს რუსული ჩაღრმავებები მის წინააღმდეგ იმუშავებს მხოლოდ. არანაირად არ ჩანს, რომ ასეთი შემოვლითი გზებით უნდათ ივანიშვილის დაზიანება, თუ  უნდათ პირდაპირ გამოუცხადებენ სანქციებს, რა შერცხვებათ, თუ რა იქნება? იმდენი ოლიგარქია სანქცირებული, ივანიშვილასც დაადებენ სანქციებს, თუ კი უნდათ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.  

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, შესაძლოა, დასავლეთთან „კოორდინაციის შედეგი“ იყოს.   ის ასევე არ  გამორიცხავს,  ეს იყოს  მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები