პარლამენტი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს

სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ანდა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას  და პერიოდულ გადამზადებას ისახავს მიზნად „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა საკითხი პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა პარლამენტს. 

კანონპროექტით სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ანდა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა მომზადებისა და გადამზადების ორგანოდ განისაზღვრა ტრანსპორტის სააგენტო და სასწავლო ცენტრი. ამავე პროექტით განისაზღვრება სასწავლო ცენტრისთვის სტატუსის მინიჭების და ფუნქციონირების პირობები და სააგენტოს უფლებამოსილება. „წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია 2003 წლის 15 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის შესაბამისად“, -განაცხადა მომხსენებელმა გურამ გურამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები