შალვა ნათელაშვილი - მშვიდობისმყოფელის მანტიის მოსხმა, რასაც ცდილობს ივანიშვილი, გათვლილია ძალიან ფანატიკურ ან ბრიყვულ შემადგენლობაზე

როგორ შეიძლება საკუთარი თავი აიფეთქოს დასავლეთმა და აქ მოინდომის ომი?  - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მცდელობა ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს,   გათვლილია ფანატიკოსებზე ან ბრიყვულ შემადგებლობაზე.  

"დღევანდელი განცხადებებით ამტკიცებენ, ადრე ჩუმად ფუსფუსებდნენ ამაზე, რომ ახლა  თურმე  ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა მეორე ფრონტი გაუხსნას რუსეთს საქართველოდან.   ეს არის დანაშაულებრივი კონცეფცია. როგორ შეიძლება აქ უნდოდეს ამერიკას და ევროპას მეორე ფრონტის გახსნა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის გამო ერთადერთი ალტერნატივა ევროპისათვის ენერგეტიკული მომარაგებისათვის - ბაქო-ჯეიჰანი,  შაჰდენიზი, სუფსა,   დავრჩით ჩვენ და როგორ შეიძლება საკუთარი თავი აიფეთქოს დასავლეთმა და აქ მოინდომის ომი?  მეორეც, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს აქ ვინ გამოუცხადებს რუსეთს ომს მითუმეტეს იმ ტრაგედიებისა და საშინელი გამოცდილების შემდეგ, რაც გადაგვხდა? ეს არის ყოვლად გამორიცხული, ამიტომ იმ მშვიდობისმყოფელის მანტიის მოსხმა, რასაც ცდილობს ახლა ბიძინა ივანიშვილი, არის გათვლილი ძალიან ფანატიკურ ან ბრიყვულ შემადგენლობაზე, რაც რა თქმა,  უნდა არავისთვის დამაჯერებელი არ არის. 

არასოდეს ამიერკავკასიაში არ მოხდება რუსეთის შემოსვლა, თუ ეს  არ არის  თურქეთთან გარიგების შედეგი, თურქეთთან გარიგებას ვერ დადებს, იმიტომ რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, შესაძლოა, დასავლეთთან „კოორდინაციის შედეგი“ იყოს.   ის ასევე არ  გამორიცხავს,  ეს იყოს  მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები