ზურაბ ჭიაბერაშვილი - ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმი, რაც საქართველოშია, ვერ შენარჩუნდება, ამას კარგად ხვდებიან და ეს შფოთვა ამას უკავშირდება

ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმი, რაც საქართველოშია,  ვერ შენარჩუნდება, ამას კარგად ხვდებიან და ეს შფოთვა ამას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახლა „ქართულ ოცნება“  მტრის ხატის შექმნას აშშ-დან ცდილობს. 

"ნებისმიერ ავტორიტარიზმს ასეთი ლოგიკა აქვს, რაც დრო გადის და ავტორიტარიზმი ღრმავდება, მით უფრო დიდი მტრის ხატი ჭირდება. თუ რაღაც ეტაპზე მტრის ხატი არის „ნაციონალური მოძრაობა“, შემდეგ მტრის ხატი ხდება უკრაინა, მაგრამ შემდეგ აღარ ყოფნის ავტორიტარიზმს დაასაბუთოს თავისი შეთქმულების თეორია და უფრო დიდი მტრის ხატი ჭირდება და ახლა გავიდნენ უფრო დიდ მასშტაბზე.   

როგორც პუტინს სჭირდება დაუმტკიცოს რუსულ საზოგადოებას, რომ ის უკრაინასთან კი არა, ნატოსთან მარცხდება, ასე ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ  მის წინააღმდეგ შეთქმულებაა. ეს არის  ავტორიტარიზმის დამახასიათებელი ლოგიკა და ეს შეთქმულების თეორიები ამას ემსახურება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.  

როგორც ის განმარტავს,  ბიძინა ივანიშვილმა რაიმე სიგნალი კი არ მიიღო სანქციებზე, პირიქით ის ახლა გაურკვევლობაშია და ცდილობს ამ შანტაჟით გარანტიების მიღებას მიაღწიოს. 

"გაურკვევლობაშია ივანიშვილი და ამ გაურკვევლობის გამო შფოთავს. მას  ყველაზე მეტად გაურკვევლობის ეშინია. ეს ბოდვა, რაც ალაპარაკა კობახიძეს, არის ერთგვარი დატესტვა, მას უნდა მასთან ვიღაც მივიდეს და უთხრას რას ამბობ,  ეს როგორ იფიქრე. 

ეს შფოთვა მომდინარეობს იმისგან,  რომ ის ხედავს ტენდენცია რა არის მსოფლიოში. ხედავს, რომ მსოფლიო იცვლება, რასაც გარდაუვლად მოყვება ჰიბრიდული რეჟიმის დასრულება. რუსეთი თუ ჩამოშლას გადაურჩა, უწერია რკინის ფარდის იქეთ მოხვედრა.  ახლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ უნდა მკაფიო არჩევანი გააკეთო, საით ხარ. დასავლეთის მხარეს ყოფნა ნიშნავს,  რომ ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმი, რაც საქართველოშია,  ვერ შენარჩუნდება, ამას  კარგად ხვდებიან და ეს შფოთვა ამას უკავშირდება“, -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები