უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 26 350 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.05-მდე: ტანკები - 1 187, ჯავშანტექნიკა - 2 856, საარტილერიო სისტემები - 528, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 185, საჰაერო თავდაცვის სისტემები - 87, თვითმფრინავი - 199, ვერტმფრენები - 160, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 1 997, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 12, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 390, სპეციალური ტექნიკა - 41, საკრუიზო რაკეტები - 94.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.