გიული ალასანია - არ ვიცი რამდენად მომცემენ უფლებას მასთან ერთად ყოფნის, მაგრამ კლინიკაში რომ გადმოყავთ, ეს კარგია

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა "ვივამედთან" იმყოფება, სადაც  მესამე პრეზიდენტის ეტაპირებას ელოდება.

არსებული ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მოკლე ხანში მოხდება.  კლინიკაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. 

გიული ალასანიას თქმით, არ იცის დართვენ თუ არა ნებას კლინიკაში შვილთან ერთად ყოფნის.  

"პენიტენციური დაწესებულებიდან მე არანაირი დაპირება არ მაქვს,  არ ვიცი რამდენად მომცემენ უფლებას მასთან ერთად ყოფნის, მაგრამ კლინიკაში რომ გადმოყავთ, ეს კარგია“, - განაცხადა  ალასანიამ.  

მისივე თქმით, იმედოვნებს რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასაც დათანხმდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები