რატი იონათამიშვილი - ჩვენი კრიტიკა თქვენი შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოთ, სხვა შემთხვევაში ნებისმიერ უსამართლო ბრალდებაზე ჩვენგან მკაცრ პასუხს მიიღებთ

"ჩვენი კრიტიკა თქვენი, შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოთ სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ უსამართლო ბრალდებაზე ჩვენგან მკაცრ პასუხს მიიღებთ“, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს.

მან სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის ბრალდებებს უპასუხა, შეახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი დახმარების მიმართულებით მიღწეული პროგრესი აღნიშნა.

"ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი, 12 მლნ ლარი იყო. მხოლოდ წელს, ეს ბიუჯეტი  12 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანობაში 52 მლნ ლარს შეადგენს. ადრეულ განვითარებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში მომლოდინეთა სიაში 1200 ბავშვი იყო და რეალურად, ეს ციფრი 3-4ჯერ მეტი იყო. დღეს მომლოდინეთა  სია ორივე პროგრამაში არის ნული. კარგია, როდესაც აუტიზმის პროგრამაზე საუბრობთ, მაგრამ ამ ტერმინს, ამ მდგომარეობას საერთოდ არ აღიარებდით. დღეს ეს პროგრამები მუშაობს უმეტეს მუნიციპალიტეტებში და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად იხვეწება, იზრდება მათ შორის, ამ პროგრამაში ასაკობრივი ჩართულობა, მუნიციპალიტეტების როლი და მონაწილეობა. თქვენ ის პარტია და ადამიანები ხართ, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდით გაერო-ს შშმ. პირთა უფლებების კონვენციის და ფაკულტატური ოქმის  რატიფიცირებას. დღეს ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულების განხორციელებაზე ვლაპარაკობთ. 9 წლის მანძილზე, საკანონმდებლო თვალსაზრისით ერთი ინიციატივა არ გქონიათ შშმ პირთა მიმართულებით. ჩვენ მოვახდინეთ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გაერო-ს სტანდარტებთან და ღირებულებებთან.  თქვენ არ მიიღეთ შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის სტანდარტები. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებთან მოდის თანხვედრაში და ერთ-ერთი საუკეთესოა. 2012 წლის მდგომარეობით, 20 სკოლა იყო ადაპტირებული და ოცივე მხოლოდ დონორების და გრანტების საშუალებით.  დღეს ადაპტირებულია  1500 სკოლა და აქაც კარგად ჩანს სხვაობა. თქვენ, შშმ. პირებისთვის არც ერთი ადაპტირებული ავტობუსი არ შეგიძენიათ დღეს თითოეული ავტობუსი ადაპტირებულია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.  

მისი თქმით, პენსიები კვლავ წარმოადგენს გამოწვევას, მაგრამ შშმ ბავშვების და არასრულწლოვნების პენსია 2012 წლამდე 30%-ით უფრო დაბალი იყო ვიდრე მკვეთრად გამოხატული შშმ პირების პენსია, რაც „ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაათანაბრა. მისივე თქმით, საერთოდ არ არსებობდა პარალიმპური მოძრაობა და პარასპორტი და დღეს პარასპორტსმენებს უკვე მოწინავე ადგილები უჭირავთ საერთაშორისო რეიტინგებში.

„ეს არის სამარცხვინო რეალობა. თუ თქვენ დაიწყებთ ჩვენს კრიტიკას, ეს თქვენი შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოთ სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ უსამართლო ბრალდებაზე ჩვენგან მკაცრ პასუხს მიიღებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები