ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, დღეს ვინც გვაკრიტიკებს, ის ადამიანები შემდეგ გამარჯვებულებს აღარ გაასამართლებენ

ოპოზიციას მოუწევს არჩევნების ჩატარება, როგორც ქვეყნის შიგნით,  ისე ქვეყნის გარეთ. ერთი ერთში გაკეთდება ის, რაც გაკეთდა მოლდოვაში, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით,  აქტიურად მუშაობენ,  რომ მომდევნო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობა მაქსიმალურად გაიზარდოს, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედიც აქვთ. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე განმარტავს, ისინი გამარჯვებისათის ემზადებიან. 

"აქტიურად ვმუშაობთ უკვე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, რომლებმაც მაქსიმალური გაიღეს 2020 წელს და მოლდოვას ოპოზიციასთან ერთად იმუშავეს და აიძულეს ხელისუფლება დიასპორის 300 ათასამდე  წარმომადგენელს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. იცით, ქალბატონი სანდუ როგორ გახდა  პრეზიდენტი?  260 ათასი მოლდოველი ემიგრანტი მივიდა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე.  იქაც ოლიგარქი დასანქცირდა და ეს პროექტი განხორციელდა, ოლიგარქიული ხელისუფლება იქ შეიცვალა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კონკრეტული პროექტია, კონკრეტული პრეზენტაცია იქნება. კონკრეტული მხარდაჭერა იქნება ჩვენი საერთშორისო მეგობრების მხრიდან. ერთი ერთში გაკეთდება ის, რაც გაკეთდა მოლდოვაში. 

დარწმუნებული ვარ, დღეს ვინც გვაკრიტიკებს, ის ადამიანები შემდეგ გამარჯვებულებს აღარ გაასამართლებენ“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები