მედვედევი მსოფლიოს რუსეთის სანქციების გამო ახალი ომებით, ტერორისტებით, კრიზისებით და შიმშილით ემუქრება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ახალი რეგიონალური ომები, კრიზისები და შიმშილობა ცალკეულ ქვეყნებში, - ამის შესახებ  რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი აზრით, სანქციები გამოიწვევს საქონლის მიწოდების გლობალური ქსელების განადგურებას ლოგისტიკური კრიზისის პერსპექტივით; ენერგეტიკული კრიზისის გაძლიერებას იმ ქვეყნებში, რომლებიც ზღუდავენ რუსული ენერგომატარებლების მიწოდებას; სასურსათო კრიზისს ცალკეულ ქვეყნებში და ფინანსურ კრიზისებს რიგი ეროვნული ვალუტების სტაბილურობის შელახვის გამო.

"ახალი რეგიონალური სამხედრო კონფლიქტები წარმოიქმნება ისეთ ადგილებში, სადაც ვითარება მრავალი წლის განმავლობაში არ მოგვარებულა მშვიდობიანად, ან იგნორირებულია ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მნიშვნელოვანი ინტერესების გამო. ტერორისტები აქტიურდებიან და თვლიან, რომ დასავლური ხელისუფლების ყურადღება ახლა რუსეთთან დაპირისპირებაზეა“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, სანქციების გამო შეიძლება დაიწყოს ახალი ეპიდემიები, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ალიანსები პრაგმატული კრიტერიუმებით და საბოლოო ჯამში, შეიქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა „აშშ-ზე ორიენტირებული სამყაროს დაშლით“.

უახლესი ამბები