ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა არავის, მათ შორის არც ოჯახის წევრებს

მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა არავის, მათ შორის არც  ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებული მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად   დეპუტატებს ორშაბათიდან შეუშვებენ.

"მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა არავის, მათ შორის არც  ოჯახის წევრებს. 

გარკვეული კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ კონკრეტულად პასუხი და დამოკიდებულება, რომ ის სქემა, რომელიც უნდა იყოს დეპუტატების შეშვებასთან დაკავშირებით, ამუშავედება ორშაბათიდან. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მანამ მისმა ოჯახის შევრებმა  და ასევე თანაგუნდელებმა მოიხახულონ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გუშინ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში  გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები