პაატა გაფრინდაშვილი - კანდიდატი წევრის სტატუსის მონიჭების შემდეგ ევროპას მეტი ბერკეტები გაუჩნდება საქართველოში რეალური რეფორმების გატარებაზე გავლენის მოხდენის

კანდიდატი წევრის სტატუსის მონიჭების შემდეგ ევროპას მეტი ბერკეტები გაუჩნდება საქართველოში რეალური რეფორმების გატარებაზე გავლენის  მოხდენის, - ამის შესახებ  Front News-ს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით,  შექმნილი რეალობა ისტორიული შანსია არა მხოლოდ საქართველოსა და „ასოცირებული ტრიოს“ შემადგენლობაში მყოფი ქვეყნებისათვის,  არამედ ევროკავშირსთვისაც. 

"საქართველოს ხელისუფლება თვითონვე აღიარებდა,  რომ  ამ ეტაპზე არ  იყო მზად  ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისათვის და 2024 წელს გეგმავდა ამას. პროცესების დაჩქარება გამოიწვია უკრაინაში მიმდინარე ომმა და უკრაინელი ხალხის გმირულმა ბრძოლამ, რომელიც სისხლით წერს  არა მხოლოდ თავისი ქვეყნის ისტორიასა და ევროპულ მომავალს,  უკრაინასთან ერთად  მოლდოვა და საქართველო წარმოადგენენ „ასოცირებულ ტრიოს“ წევრებს, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი ასევე   ევროკავშირისათვისაც, რომელიც  რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებილი და კანდიდატი წევრის სტატუსი უნდა მიენიჭოს როგორც უკრაინას, ისე საქართველოს და მოლდოვას. ვინაიდან,  კანდიდატი წევრის სტატუსის მონიჭების შემდეგ ევროპას კიდევ უფრო მეტი ბერკეტი გაუჩნდება  ქართველ საზოგადოებასთან და ხალხთან ერთად გავლენა მოახდინოს  საქართველოში რეალური  რეფორმების გატარებაზე მართლმსაჯულებაში, საარჩევნო კანონმდებლობაში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ, რომ ერთი ვინმეს ნება-სურვილზე აღარ იყოს დამოკიდებული ქვეყანაში ვითარება. 

ამიტომ,  მგონია,  სწორედ კანდიდატი წევრის სტატუსი უნდა მოგვანიჭონ. სხვა სიტუაციაში ალბათ, არ ვიმსახურებდით ევროკავშირის პროცედურებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, მაგრამ შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო ეს გახლავთ ისტორიული შანსი დიახაც ევროპისთვისაც, ჩვენთვისაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,   რომ გამოვიყენოთ ეს  შანსი და  ხელიდან არ გავუშვათ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

უახლესი ამბები