ლევან ალაფიშვილი - ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო სასამართლოში არის 5 და მეტი მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ ეს კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს 5 მოქმედი  მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. 

რა გახდა  მოსამართლეების სარჩელის მიზეზი  და რა მოლოდინი აქვთ ? - ამის შესახებ  Front News-ს მოსამართლეების ადვოკატი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა. 

- მე ვარ იმ 5 მოქმედი მოსამართლის ადვოკატი, რომლებმაც “საერთო სასამართლოების  შესახებ კანონის“  ნორმები გაასაჩივრეს,  რომელიც შეეხება მოსამართლის სამსახურეობრივ მივლინებას მისი ნების საწინააღმდეგოდ,  იქნება ტერიტორიულად დაცილებულ ადგილას, თუ ქვემდგომ ინსტანციაში. აგრეთვე ის ნორმა, რომლითაც შეზღუდულია მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება და დაწესებულია ე. წ. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის  პრინციპის დაცვის ვალდებულება, თუმცა არ არის განსაზღვრული რაიმე კრიტერიუმი და გონივრული საფუძველი,  თუ რა არის პოლიტიკურად ნეიტრალური განცხადება, მოსაზრება, თუ გამოხატვის ესა თუ ის ნორმა - სოციალურ ქსელში,  მის ფოტოზე დამაგრებული უკრაინის თუ ევროკავშირის დროშა, ან რაიმე ისეთი ფოტო, რომელიც ეხმიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრას და გმობს ამ ყველაფერს, ან  პირიქით, საქართველოს ევროკავშირში ასოცირებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება. ფაქტობრივად,  ეს პოლიტიკური საკითხებია, მაგრამ ნეიტრალურობას როგორ განსაზღვრავს სასამართლო სისტემაში მოქმედი დომინანტური ჯგუფი, ეს უკვე სრულად მათ შეხედულებაზეა დატოვებული. საბოლოო ჯამში,  ჩვენი სარჩელის ორივე ნაწილი სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვისკენ არის მიმართული, რაც თავისთავად, სასამართლოსადმი ნდობას აამაღლებს.  

ამ კანონით რაც გასაჩივრებულია, ეს პირიქით მოხდა, იმიტომ რომ რეალურად ამ კანონით შესაძლებელი ხდება მოსამართლეთა ლოიალობის მოპოვება, მათზე ზეგავლენის მოხდენა. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვა  შეამცირებს მთლიანად სისტემის დამოუკიდებლობას, აგრეთვე მოქალაქეთა ნდობას სასამართლოსადმი. წარმოიდგინეთ, მოსამართლე, რომელიც საკუთარ უფლებებს ვერ იცავს, რამდენად შეძლებს მოქალაქის უფლების დაცვას? ბუნებრივია, აქ ნდობა იქნება მინიმალური, სწორედ ამიტომ სისტემურ პრობლემებზეა მიმართული ჩვენი სარჩელი. 

- რამდენად არსებობს რისკი,  რომ ეს კანონი გამოყენებული იქნეს ურჩი მოსამართლეების წინააღმდეგ მათზე ზემოქმედების მიზნით?

- სწორედ ეს არის ერთ-ერთი წუხილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოსამართლეების, რის გამოც მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. როდესაც კანონით  არ არის მკაფიო საფუძვლები და კრიტერიუმები განსაზღვრული და იუსტიციის საბჭოს შეუძლია ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე დაადგინოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება,  მაგალითად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიავლინოს ახალციხეში, მოწყვიტოს ოჯახს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ეს ხო არაფერია თუ არა იძულებითი შრომა? დემოკრატიულ საზოგადოებაში იძულებითი შრომა არის აკრძალული, ჩვენთან კი, საქართველოში, რომელსაც ქვეყანას დემოკრატიულ სამყაროში დამკვიდრების განაცხადი აქვს გაკეთებული,  შემოიღეს ნორმა, რომლითაც მოსამართლეს არც კითხავს, ისე მიიღებს იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას, ან დასჯის,  თუკი რაიმე არ მოეწონება ამ მოსამართლეების მხრიდან. ამ კანონს აქვს ორი ნაწილი: ე.წ. პრევენციული და რეპრესიული. პრევენციული, რომ ვინმემ რამე არ გაბედოს დომინანტი ჯგუფის საწინააღმდეგო, მეორე - თუ კი ვინმე ერთეული მაინც რამეს „ჩაიდენს“, მყისიერად მოხდეს რეაგირება და შესაბამისად, გატარებული იქნეს რეპრესიული მექანიზმები, რაც ამ კანონით არის დაწესებული, ეს იქნება დისციპლინური დევნა, თუ „გადასახლება“ მისი ოჯახიდან,  სამუშაო ადგილიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით. 

- ამ კანონის მიღებამდე,  ალბათ,  არსებობდა  ნორმა, რომელიც მოსამართლეთა ქცევას  არეგულირებდა და რა იცვლება ამ ახალი ნორმით?    

- ჩვენს კანონმდებლობაში, ჩვენი კონსტიტუციით, ისევე როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის მოსამართლეთა ეთიკის პრინციპებში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც,  მოსამართლეს ეკრძალება პარტიის წევრობა, პარტიული საქმიანობა და პარტიულ აგიტაციაში მონაწილეობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ  ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმა  ეხება პოლიტიკურ საკითხებზე აზრის გამოთქმას,  რაც არის თუნდაც ევროასოცირება, ეკონომიკური პოლიტიკა, საკუთრების უფლება, სოციალური საკითხები, თუნდაც პენსიასთან მიმართებით, - ესეც შეიძლება მიჩნეული იყოს პოლიტიკის საკითხებად.    მოსამართლე რატომ უნდა იყოს  შეზღუდული, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება? არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს, საბჭოს დომინანტური ჯგუფი თუ ჩათვლის,  რომ ესა თუ ის საკითხი არის პოლიტიკური, საკმარისია, მოდით, დავსაჯოთ...   წარსული გამოცდილება და მართლმსაჯულების სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობა ამ სკეპტიციზმის მიზეზს გვაძლევს. 

- მოლოდინი როგორია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, წესით, ისინი მოტივირებული უნდა იყვნენ, რადგან საქმე მათ უფლებებსაც ეხება?

- საკონსტიტუციო სასამართლოს იმდენჯერ აქვს სასამართლოსა და მოსამართლის  დამოუკიდებლობაზე, კონსტიტუციით დაცულ  გარანტიებსა თუ  გამოხატვის თავისუფლებაზე ნამსჯელი, რომ ვფიქრობ, გაუჭირდება,  არ დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა კანონის იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს. მაშინ საკუთარი გადაწყვეტილებები უნდა უარყონ.  ამ საქმეს განიხილავს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მისი 9 წევრი. გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება.   შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისადმი არსებული კითხვების მიუხედავად, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არის 5 და მეტი მოსამართლე, რომელიც იტყვის,  რომ ეს კანონი, რომელიც ხელყოფს სასამართლოს სისტემურ დამოუკიდებლობას,  ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ჩვენ არ დაგვჭირდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამ საკითხზე სხვადასხვა ინსტიტუტებისათვის მიმართვა გადაწყვეტილების მისაღებად. 

ცნობისთვის,  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის ავტორები არიან მოსამართლეები:  ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია. 

სარჩელის შეტანამდე მოსამართლეები პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში იყვნენ. აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებდნენ, თუმცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

ირინა მაკარიძე

Front News