ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩატარების თარიღად 17 ივლისი გამოაცხადა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ“ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ბიბილოვის გადაწყვეტილებით,"რეფერენდუმი“ მიმდინარე წლის 17 ივლისს გაიმართება.

დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ალაპარაკდა, თუმცა მან „არჩევნები“ წააგო. ახალი ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი კი აცხადებს, რომ „როგორც კი იქნება სიგნალი, რომ დრო დადგა, რეფერენდუმს ჩაატარებენ“.

"ჩვენი რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენი ვექტორი რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ამასთანავე, ჩვენ გვესმის, რომ ეს ცალმხრივი პროცესი არაა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია, გეოპოლიტიკური საკითხებითაა დაკავებული, ატარებს სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში და ნეონაცისტურ ფორმირებებს ანადგურებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უნდა გვესმოდეს. როგორც კი იქნება სიგნალი, რომ ამის დრო დადგა - რეფერენდუმს აუცილებლად ჩავატარებთ“, - განაცხადა გაგლოევმა.

მსგავსი სიახლეები