გიგი უგულავა - ყველა უსინდისო მატყუარაა, ვინც ამბობს, რომ საქართველო დაზარალდება, თუ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება

საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაზარალდება, თუ კერძო პირი, წარსულში ბორის გრიგორიჩ ივანიშვილი,  ახლა ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  გიგი უგულავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში პრობლემა შეექმნება, ეს „ქართული ოცნებაა“. 

"ყველა უსინდისო მატყუარაა,  ვინც ამბობს, რომ საქართველო დაზარალდება,  თუ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება. საქართველოს არაფერი მოუვა იმაზე ცუდი, ვიდრე თვითონ ბიძინა ივანიშვილია მის თავს მოხდენილი უბედურება. 

რა თქმა უნდა,  ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ გამოიწვევს სვეტიცხოვლის, ან სამების დანგრევას, მაგრამ აუცილებლად ნიშნავს ძალიან სერიოზულ პრობლემას „ქართული ოცნებისთვის“, რადგან „ქართული ოცნება“ არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი და ის ფიგურები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ,  ნომინალურ ხასიათს ატარებენ, ხშირ შემთხვევაში,  არარაობანი არიან. 

თუ ეს მოხდა,  ამით დასავლეთი ეტყვის „ქართულ ოცნებას“, რომ ის კურსი რაც მან აირჩია, არის ანტიდემოკრატიული, არღვევას ადამიანის უფლებებს, არის პრორუსული, იმ რეჟიმის მხარის დამჭერი, რომელიც ბავშვებს და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს“, - განაცხადა უგულავამ.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები