უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 27 200 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 14.05-მდე: ტანკები - 1 218 (+13), ჯავშანტექნიკა - 2 934 (+34), საარტილერიო სისტემები - 551 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 195 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 88 (+0), თვითმფრინავი - 200 (+0), ვერტმფრენები - 163 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 059 (+17), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 411 (+6), სპეციალური ტექნიკა - 42 (+1), საკრუიზო რაკეტები - 95 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.