პაატა შევარდნაძე - საკითხავია, რამ გაგვაჯერა? საკუთარი თავით თვითკმაყოფილებამ, თუ რაღაც კიდევ ისეთმა, რომლის სახელი და გვარი ჯერ კიდევ არ ვიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილი პაატა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მეგობრობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ედუარდ შევარდნაძე ერთი სიტყვითაც არ უხსენებია.

"ორიოდე დღის წინ აზერბაიჯანის დამაარასებლის ჰეიდარ ალიევის დაბადების 99 წელი შესრულდა. ჰეიდარ ალიევი სრულიად გამორჩეული და უნიკალური მოღვაწე გახლდათ, არა მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფოს დაფუძნების და მისი ჩამოყალიბების თვალსაზრისით; მისი როლი და გავლენა სრულიად უნიკალურია საქართველოსთვისაც. ის, ასევე, სრულიად სამართლიანად აღიქმება მთელი რეგიონის განვითარებისა და პროგრესის სიმბოლოდ! 

ჩემი დის, მანანა შევარდნაძის და ჩემი სიძის, გიორგი ჯოხთაბერიძის ინიციატივით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა მეტად საინტერესო ფოტო-გამოფენა - “გზა მომავლისკენ”. გამოფენა მიეძღვნა ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მეგობრობას. გამოფენას წინ მიღება უძღოდა, სადაც არა ერთი თბილი სიტყვა ითქვა ამ ორი სახელმწიფო მოღვაწის მეგობრობასა და მათი სრულიად უნიკალური ურთიერთობის შესახებ.

ცხადია, “ვერდიქტი” ცალსახაა; რომ არა მათი ბრძნული და შორსმჭვრეტელური მიდგომა - ორივე ქვეყნის არსებობა, დღეს დიდი ეჭვის ქვეშ დადგებოდა.

ჩემდა სამწუხაროდ, მე თბილისში არ გახლდით, თუმცა ზედმიწევნით სრულად გავეცანი ვიდეო მასალას და გამომსვლელთა სიას, მათი გამოსვლების შინაარსს.

ძალიან შორს რომ არ წავიდე, უკლებლივ ყველას მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საოცარი სითბოთი გაჯერებული სიტყვებისთვის. კახა კალაძეს განსაკუთრებული მადლობა; არ მახსენდება ედუარდ შევარდნაძისადმი მიძვნილი რომელიმე ღონიესძიება პირადად რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი. მართლაც, უაღრესად დასაფასებელია ქალაქის მერის ასეთი დამოკიდებულება.

ახლა, ერთი, რბილად რომ ვთქვათ, “უცნაურობის” შესახებ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეხვედრაზე მივლინებული ჰყავდა ერთ-ერთი ჩინოსანი, გვარი ვერ დავიმახსოვრე და მართალი გითხრათ, არც მიცდია - დიდი პატივი იქნებოდა მისთვის. მე არ ვიცი ახლად დანიშნული მინისტრი დარჩიაშვილი საქმის “კურსში” თუ გახლდათ ამ გამოსვლის შესახებ (იმედს ვიტოვებ მან არაფერი  იცოდა). მთელი საგარეოს გამოსვლა ჰეიდარ ალიევის ცხოვრებას და მოღვაწეობას, ასევე ჰეიდარ ალიევის წვლილს საქართველოს განვითარებაში და ა.შ. მიეძვღნა. არც ერთი სიტყვა ედუარდ შევარდნაძეზე?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კაცი ქართველია? სუფრაზე რომ დაგპატიჟებენ, მასპინძლის სადღეგრძელოს ხომ სვამენ? თუ არადა, საერთოდ რატომ მიდიხარ ასეთ სუფრაზე? რომელ პროტოკოლში წერია - მასპინძლის სახელი არ ახსენო თორემ დაგსჯიან? ვიკიპედიაში მაინც ჩაეხედა ამ “ბუნებით” კეთილშობილ (ალბათ) პიროვნებას, თუ შევარდნაძის გვარი არ ჰქონდა გაგონილი? 

ახლა, უცებ გამახსენდა: თბილისში, რამდენიმე წლის წინ, გაიმართა ბერლინის “კედლის” ჩამოშლის და გერმანიის გაერთიანების დღის აღსანიშნავი ღონიესძიება. ხომ წარმოგიდგენიათ, გერმანიის გაერთიანება როგორ მოხდებოდა ედუარდ შევარდნაძის გარეშე? ჰოდა, ზუსტად ასე მოხდა. ბერლინის კედლის ფრაგმენტი თბილისში ჩამოიტანეს, დიდი “ტაშ-ფანდურით” აღნიშნეს ეს ყველაფერი; ერთი გამონაკლისის გარდა - არსად, ედუარდ შევარდნაძე ნახსენები არ იყო. რავარია? კიდევ კარგი, იმ ხანად, პრემიერ-მინისტრი, ძალიან გონიერი, ჭკვიანი და უბრალოდ ბრწყინვალე პიროვნება გიორგი კვირიკაშვილი გახლდათ. როდესაც ყველაფერი დაათვალიერა, იკითხა - შევარდნაძე რატომ არ არის არსად ნახსენებიო. აი ასე. 

ძალიან მიჭირს ხოლმე ავხსნა - რა არის ის ლოგიკა თუ რაღაც სხვა “ჯანდაბა”, როდესაც ადამიანს სრულიად “გადაეგლისება” ხოლმე აზროვნება, ზოგადად ცნობიერება და ხდება - არც მეტი, არც ნაკლები “მონა”. ოღონდ ის მონა არა, დღეს რომ ტრიალებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში: არა, მონა თავისთავად, ისე, უბრალოდ - მონა, როგორც “საკუთარი თავის სარკეში ასახულობით” კმაყოფილება.

ინგლისურ ენაში არის ასეთი სიტყვა “complacency”. ძალიან უხეშად რომ ვთარგმნოთ - საკუთარი თავის გაჯერებულება თვითკმაყოფილების ხარჟზე. აი ასე, ვართ კმაყოფილები, რამეთუ ვართ გაჯერებულები. საკითხავია, რამ გაგვაჯერა? საკუთარი თავით თვითკმაყოფილებამ, თუ რაღაც კიდევ ისეთმა, რომლის სახელი და გვარი ჯერ კიდევ არ ვიცით, ან ვიცით, მაგრამ “ხომ გავჯერდით”?

დაბოლოს, მადლობა საქართველოს საგარეო სამინისტროს ჩინოსანს, რომელიც ჩემთვის “უჩინმაჩინივით” გამოჩნდა და მაიძულა თქვენთვის ჩემი მოკრძალებული პოზიცია გამეზიარებინა“, - წერს პაატა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

უახლესი ამბები