შალვა ნათელაშვილი - მან დავითის და თამარის სახელმწიფო გააბანძა და ერი არ აპატიებს

ოფიციალურად, სანქცირების თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესამზადებელი ეტაპებია დაწყებული, -  ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა  ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი სანქციებს გადაურჩება, თუ ქვეყანას დატოვებს და ჩრდილოვან მმართველობას ჩამოშორდება.

"სახელმწიფო შეურაცხყო და ჩამოანგრია, გადააქცია ამ თალაკვაძე,  მდინარაძე, პაპუაშვილების საჯილდაო არენად, სახელმწიფოს ფუნქცია გააუქმა, სასამართლო პირადი კანტორაა, უშიშროება, პოლიცია და პროკურატურა მისი პირადი რაზმია...  მან დავითის და თამარის სახელმწიფო „გააბანძა“ და ამას ჩვენი ერი არ აპატიებს.  მეც რომ გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო, ერი არ აპატიებს, არც შთამომავლობა და არც ისტორია. 

ამიტომ უკვე არის დღეს მისი საკითხი სასწორზე, სავარაუდოდ, ის არ იქნება ხელისუფალი ძალიან მალე.  ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ რეალური არჩევნები და არ გავიმეოროთ შეცდომები...

ოფიციალურად, სანქცირების თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესამზადებელი ეტაპებია დაწყებული, ამას სჭირდება მუშაობა და ჩვენი „ლეიბორისტული პარტია“ ამაზე 24 საათი მუშაობს, მთელი ევროპა და შეერთებული შტაები აკლებული გვაქვს, რომ  დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღება, ერთადერთი რუსი ოლიგარქია, რომელსაც ჯერ სანქციები არ შეხებია“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები