"გადარჩენის იმედი თითქმის არ არსებობს" - მარიუპოლის მცველები ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან

მარიუპოლის დამცველები, რომლებიც ახლა რუსი დამპყრობლების მიერ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან ბლოკირებული, ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცის მეუღლემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ისინი თითქმის აღარ ამოდიან ზედაპირზე, მხოლოდ საკვებისა და წყლის საპოვნელად. განწყობა პესიმისტურია, რადგან გადარჩენის იმედი თითქმის არ არსებობს. ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან, რადგან დიპლომატიის არ სჯერათ", - აცხადებს მარიუპოლის დამცველის ცოლი.

ამავდროულად, პოლკის მებრძოლების ცოლები აღნიშნავენ, რომ სჯერათ უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ სამხედროების გადასარჩენად.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი, რომელიც ახლა 95%-ით დანგრეულია, 1 მარტიდან რუსი დამპყრობლების ბლოკადაშია, მაგრამ მტერი მარიუპოლის სრულად აღებას ვერ ახერხებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები