ნატო-მ შესაძლოა, რუსეთი პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადოს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, რუსეთი პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადონ და ეს სტატუსი გააძლიერონ ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც სავარაუდოდ,  ივნისში იქნება მიღებული.

გამოცემის ცნობით, მომავალი სტრატეგიული დოკუმენტი რუსეთს პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადებს და განიხილება, თუ როგორ უნდა მოხდეს აგრესიისგან დაუცველი მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მოკავშირეებმა შეიძლება შეინარჩუნონ ურთიერთობების აღდგენის ვარიანტი, თუ მოსკოვის ქცევა შეიცვლება.

Bloomberg-ის ცნობით, დოკუმენტი „სტრატეგიული კონცეფცია“ ასახავს ალიანსის პრიორიტეტებს მომავალი წლებისთვის და ის უნდა შემუშავდეს ივნისის ბოლოს მადრიდში, ნატოს სამიტზე. 

წინა ვერსიაში, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა, რუსეთი ნახსენები იყო, როგორც პარტნიორი.

მსგავსი სიახლეები