ფინეთის პრეზიდენტი - რუსეთთან საუბრისას უნდა გაითვალისწინო, რომ მისი ნათქვამი არ ნიშნავს, ფხიზლად არ იყო

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მეტყველებს იმაზე, რომ კრემლს შეუძლია,  დამოუკიდებელ მეზობელ ქვეყნებს თავს დაესხას, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მის ქვეყანას თავს არ დაესხმება.

"მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, რუსეთს შეუძლია თავს დაესხას ფინეთს ახლა ან მომავალში, პოლიტიკური ლანდშაფტი ევროპასა და მსოფლიოში არ ტოვებს ადგილს ნეიტრალური ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ნიინისტემ.

სატელეფონო საუბრის დროს პუტინისთვის ფინეთის გადაწყვეტილების შეტყობინების შესახებ საუბრისას, ნიინისტემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მშვიდი რეაქციით გაკვირვებული დარჩა.

"სიურპრიზი იყო, რომ ასე მშვიდად მიიღო... მაგრამ უსაფრთხოების პოლიტიკაში, განსაკუთრებით რუსეთთან საუბრისას, უნდა გაითვალისწინო, რომ მისი ნათქვამი არ ნიშნავს, რომ არ უნდა იყო ფხიზლად. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მყისიერი პრობლემები არ არის“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა ოფიციალურად გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იძულებითი ნაბიჯი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები