დიმიტრი საძაგლიშვილი - ჩვენმა კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების მოლოდინი არც ამ ინსტანციაში არ აქვთ. 

ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს, საწარმოსთვის "ზიანის მიყენების გამო", მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, "რუსთავი 2" იყო ყველაზე წარმატებული კომპანია, როგორც სარეკლამო შემოსავლების, ისე სატელევიზიო რეიტინგის მიხედვით. 

"სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, ერთადერთი რამის თქმა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა "ქართულმა ოცნებამ" მწარედ ცდება, ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი, საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ჩვენმა კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მისი განმარტებით, ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს ეს ამბავი, რადგან აქ არაა მნიშვნელოვანი ვინმეს ნიკა გვარამია მოსწონს თუ არა.

16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები