ხატია დეკანოიძე - კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი უმძიმესი განაჩენია ქვეყნისთვის

ცივილიზაციის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილმა უმძიმესი განაჩენი დააყენა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა ნიკა გვარამიასთან ერთად თავისუფლებას მოიპოვებს. 

"კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი უმძიმესი განაჩენია ქვეყნისთვის. ნიკა გაუძლებს ამ ყველაფერს, ჩვენ  აუცილებლად მასთან ერთად თავისუფლებას მოვიპოვებთ, მაგრამ ქვეყნისთვის,  რომელიც ახლა იყო გზაგასაყარზე ევროკავშირი,  დასავლეთი,  ცივილიზაცია თუ რუსეთი, ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ეს უმძიმესი განაჩენი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

"მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს, საწარმოსთვის “ზიანის მიყენების გამო”, მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, “რუსთავი 2” იყო ყველაზე წარმატებული კომპანია, როგორც სარეკლამო შემოსავლების, ისე სატელევიზიო რეიტინგის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები