დიმიტრი საძაგლიშვილი - ეს არ იყო მოულოდნელი და ნიკა ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას დაიჭერდა

დარწმუნებულია, რომ როგორც მისი  დაპატიმრების,  ასევე გათავისუფლების გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, -  ამის შესახებ  „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის ციხეში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ნიკა გვარამია ელოდა დაპატიმრებას, რადგან იცის როგორ ექცევიან ავტორიტარულ ქვეყნებში მედიამენეჯერებს. 

"ეს არ იყო მოულოდნელი და ნიკა ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას დაიჭერდა, იმიტომ რომ მას კარგად აქვს გააზრებული, თუ როგორ ექცევიან კრიტიკული მედიის დირექტორებს იმ ქვეყნებში, საითაც მიგვაქანებს ბიძინა ივანიშვილი, ვგულისხმობ რუსეთსა და ბელარუსს.   

ვისაუბრეთ ძირითადად საორგანიზაცო საკითხებზე, არაფერი განსაკუთრებული...  ცხადია,  მას არც იმის ილუზია აქვს, რომ ხვალ და ზეგ სააპელაციო სასამართლო გამამართლებელ განაჩენს მიიღებს. დარწმუნებულია,  როგორც დაპატიმრების,  ასევე გათავისუფლების გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე პირადად, მგონია, რომ ნამდვილად არ გამოუვა ივანიშვილს ამ ქვეყნის რუსეთში გათრევა და ვერ გაიმარჯვებს ამაში. ახლა მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის შენარჩუნება და მას არ უნდა გამოუვიდეს განსხვავებული აზრის ჩახშობა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

რაც შეეხება შეწყალებას,  საძაგლიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას პოზიცია არ შეცვლილა და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია სალომე ზურაბიშვილს რაიმე თხოვოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები