კელი დეგნანი - თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა გარკვეულწილად შერჩევითი სამართლის არსებობაზე, მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა.

"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ უშუალოდ საქმის შინაარსზე, თუმცა ამ საქმემ დასაწყისიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოების, ბრალდებებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ და ეს ნდობა რომ არსებობდეს, ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში არ იყო რაიმე პოლიტიკური ჩართულობა და იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტა. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ გარკვეულწილად შერჩევითი სამართალი არსებობს, ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე", - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეში იყო რამდენიმე ეტაპი.

"ამ საკითხს დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებდით, იყო რამდენიმე ეტაპი. ჩვენ არ ვყოფილვართ ერთადერთები, ვისაც ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. სახალხო დამცველმა დასვა კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე სხვებმაც, ვინც მონიტორინგს უწევდა ამ საქმეს წლების განმავლობაში. აქ მთავარი საკითხია, რომ როდესაც საზოგადოებას აქვს გარკვეული ეჭვი და ნაკლები ნდობა აქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას ძალიან მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები კონკრეტული საკითხის და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ. განსაკუთრებით. როდესაც საქმეში ჩართულია მედიაორგანიზაცია, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს, რადგან ორი ძირითადი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპი დგება დღის წესრიგში, ეს არის მედიათავისუფლება და ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე. სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოში მარტივად ხდება ხოლმე ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთის აზრის არგათვალისწინება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტური პრინციპები იქნას დაცული და არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა. სწორედ ამ პროცესების გაუმჯობესება სჭირდება საქართველოს, რათა იყოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ყველას სურვილი გვაქვს, რომ ეს წარმატება ვიხილოთ. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად. ძირითადი და მთავარი ამ პროცესში კვლავ რჩება არსებითი რეფორმების გატარება, რაც ხელს შეუწყობს ამ დემოკრატიული პრინციპების დაცვას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები