გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ მივდივართ იმ ვითარებისკენ, როდესაც ფაქტობრივად, ვაშენებთ საბჭოთა საქართველოს

ჩვენ მივდივართ იმ ვითარებისკენ, როდესაც ფაქტობრივად, ვაშენებთ საბჭოთა საქართველოს, - ასე ეხმიანება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. 

მარგველაშვილის განცხადებით, ეს არის არა პიროვნულად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შურისძიება, არამედ  არის სისტემური სვლა ტოტალიტარიზმისკენ. 

"დღეს ვისმენდი, რომ თითქოს ეს შეტევა პიროვნულია, მაგრამ ასე არ არის,  ეს არის სისტემური შეტევა მედიაზე.  ჩვენ ვხედავთ,  საქართველო ავტორიტარული ქვეყნიდან ნელ-ნელა ყალიბდება ტოტალიტარულ ქვეყნად, ჩვენ მივდივართ იმ ვითარებისკენ, როდესაც ფაქტობრივად, ვაშენებთ საბჭოთა საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტში ვითარების სწორად შეფასება იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უნდა, დაგვაბრუნონ საბჭოთა წარსულში.  

ამ ქვეყანაში სისტემურად, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა პოლიტიკური კლასის სრულ ნიველირებას, მედიის სრულ გაქრობასა და ბიზნესის სრულ კონტროლს. ამის შემდგომ  და შემდგომ ნაბიჯებს ვხედავთ ახლა“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ ვითარებაში ქართველი ხალხის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს და სხვა მის ნაცვლად თავისუფლებას ვერ მოიპოვებს. 

"ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოს მშენებლობა არ შეჩერდება რომელიმე ელჩის განცხადებით, ეს შეუძლია, გააჩეროს მხოლოდ ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები