ანა მალიარი - უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო.

"თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ, სასაზღვრო დაცვის სამსახურმა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. 16 მაისს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო აზოვსტალიდან ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს და მათი სახლებში დასაბრუნებლად, გაცვლის პროცედურა ჩატარდება.

"ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად.

მარიუპოლის დამცველების დახმარებით ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო მივიღეთ რეზერვების ფორმირებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის და პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. სარდლობის მიერ ყველა დასახული ამოცანა მარიუპოლის დამცველებმა სრულად შეასრულეს.

უკრაინას არ აქვს „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვის საშუალება. მთელი უკრაინის და მთელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა მალიარმა.

ნოვოაზოვსკი და ოლენევკა დონეცკის ოლქის ქალაქებია. ორივე ქალაქი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები