მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე - მე არ დამიმალავს, რომ ზაზა გველესიანი ჩემი მეგობარია, ავტოავარიაც იყო, ეს არ არის დასამალი ფაქტი

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელომაც ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით  პატიმრობა შეუფარდა,  აცხადებს,  რომ მას აქვს მოწმის სტატუსი იმ ავტოავარიის საქმეში, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,  რამდენიმე კი დაშავდა.  მოსამართლე ასევე ადასტურებს მეგობრობას ტელეკომპანია "რუსთავი 2“ -ის მაღალი თანამდებობის პირთან ზაზა გველესიანთან.  

როგორც მოსამართლე აცხადებს, მიუხედავად ამ გარემოებებისა, მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიმართ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღო. 

"მე არ დამიმალავს არც სხდომაზე, რომ ზაზა გველესიანი არის ჩემი მეგობარი.  ავტოავარიაც იყო, ეს არ არის დასამალი ფაქტი, მსხვერპლიც მოყვა, რადგან 6 ავტომანქანა დაეჯახა ერთმანებს. არ ვიცი გამოძიება დასრულდა თუ არა, მეც ვარ ისეთივე მონაწილე მოწმის სტატუსით იმ გამოძიებაში,  როგორც ალბათ, ბევრი სხვა“, - განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარ არხთან“ საუბარში.

მან ასევე უპასუხა მისი ძმის ეპიზოდთან დაკავშირებულ კითხვას,  ხომ არ ხდება მასზე ზემომოქმედება მისი ძმით, რომელსაც კანონთან პრობლემები ჰქონდა. ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ მისი ძმა  უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის 6 წელია სხვა ქვეყანაში  იმყოფება. 

ნიკა გვარამია მოსამართლის აცილებას ითხოვდა, რადგან  ის „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ზაზა გველესიანი მეგობარია, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ გაიზიარა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები