კახა ქემოკლიძე - ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება ქვეყნისთვის პრობლემაა

სხვებს სჯი და შენიანებს მწვანე დერეფანს უკეთებ  და პრივილეგირებულთა კასტას ქმნი,  ეგ უკვე პრობლემაა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა ნაცვლად იმისა, რომ შესაძლებლობების ფანჯარას იყენებდეს, თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. 

"ქვეყნისთვის ისეთი დრო დგას, ფაქტობრივად,  სტრატეგიული შესაძლებლობების  ფანჯარა არის გახსნილი,  ნაცვლად იმისა, რომ ამას ვიყენებდეთ სწორ ნაბიჯებს ვდგამდეთ, თვითდაზიანებით  ვართ დაკავებული. 

ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება ქვეყნისთვის პრობლემაა, განა იმიტომ რომ კონკრეტული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელობა ინდულგენციაა, არამედ იმიტომ რომ მსგავსი ტიპის მიდგომებს შენი გუნდის წევრებთან და მათთან დაახლოებულ პირებთან არ იყენებ.  „ქართულ ოცნებას“ ზუსტად ისევე ეშლება,  როგორც „ნაციონალური მოძრაობას“ ბოლო წლებში ეშლებოდა  - ჩემიანებს ყველაფერი, ჩემიანებს ტენდერები...   შეამოწმეთ მინისტრების ქონებრივი დეკლარაციები, მაღალი თანამდებობის პირები, მათი ოჯახის წევრები, შეადარეთ ეს მოცემულობა 2012 წლისთვის მოცემულობას და იქვე დაადგენთ, ეს ადამიანები როგორ გამდიდრდნენ.  სხვებს სჯი და შენიანებს მწვანე დერეფანს უკეთებ  და პრივილეგირებულთა კასტას ანაწილებ,  ეგ უკვე პრობლემაა, „ქართული ოცნების“ პრობლემა ეს არის“, - განაცხადა  კახა ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები