მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის თემა "ფულის გათეთრების“ საქმით მოკლეს, ახლა ევროინტეგრაციას კლავენ გვარამიას საქმით

ანაკლიის თემა "ფულის გათეთრების“ საქმით მოკლეს, ახლა ევროინტეგრაციას კლავენ გვარამიას საქმით, - ამის შესახებ  პარტია "ლელო საქართველოსათვის“ ლიდერმა  მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ნიკა გვარამია იმ დღეს დაიჭირეს, როდესაც პრემიერი ბრიუსელში მიემგზავრებოდა. 

"მნიშვნელოვანია კონტექსი, პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება ბრიუსელში და იმ დღეს იჭერენ კრიტიკული მედიის მენეჯერს, ეს პირდაპირი გზავნილია, რომ ევროკავშირში არ გვინდა. 

ეს მაგონებს იმას, როდესაც ანაკლიის ფინანსური ნაწილის ბოლო ფაზა იყო და მაშინ წამოიწია ფულის გათეთრების სქემამ.  ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ დიდი თემა მოკლან. ამ ხელისუფლებას ბევრჯერ გაუვიდა მსგავსი რამ.  პროპორციული არჩევნების თემა მაჟორიტარების ხელით მოკლეს, ანაკლია - ფულის გათეთრების საქმით, ახლა ევროინტეგრაციას კლავენ გვარამიას საქმით. ეს არის არა კონკრეტიულად მედიის წინააღმდეგ ბრძოლის  საქმე, არამედ  ეს არის ბრძოლა პრორურულ თუ პროდასავლური ძალებს შორის“, -  განაცხადა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, გვარამიას საქმე საშიში პრეცედენტია სხვა მხრივაც. 

"ძალიან სახიფათოა ეს პრეცედენტი, ნებისმიერ კომპანიაში შესაძლოა, მართულმა პროკურატურამ  მსგავსი საქმეები გამოიყენოს ადამიანებზე შურისძიების ან ზეწოლის მიზნით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები