გიული ალასანია - ვერ ვცნობ ჩემს შვილს, ეს უბრალოდ სხვა ადამიანია

ვერ ვცნობ ჩემს შვილს, ეს უბრალოდ სხვა ადამიანია, -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია. 

"საშინელი სისუსტეა, ფერი საერთოდ არ აქვს ადამიანს, ვერ ვცნობ ჩემს შვილს, ეს  უბრალოდ სხვა ადამიანია. გამოფიტული, ძალიან  მძიმე მდგომარეობაშია. 

ნევროპათოლოგის აზრით, გაუარესებულია მდგომარეობა, იმასთან შედარებით რაც ადრე ნახა მან. 

გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში,  მე ისევ იმ აზრზე ვარ, პირველი დღიდან მაგას ვამბობ, პოლონეთი ითხოვს უბრალოდ, სხვა ქვეყნებიდანაც არის შემოთავაზება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.  

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში  12 მაისს გადაიყვანეს, ამ დრომდე უცნობია მისთვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები